Saturday, March 18, 2017

ტრენინგის IX დღეს წარმოვადგინე პროექტი,შევისწავლეთ ვიდეო გაკვეთილების გვერდის მოძებნა,პროექტის შაბლონის გადმოწერა და  დრაივზე დოკუმენტების რედაქტირება.ამ ტრენინგმა გაამართლა ჩემი მოლოდინი,მივიღე გარკვეული ცოდნა და გამოცდილება,რომელიც დამეხმარება ჩემი პროფესიული წინსვლის და განვითარების საქმეში.ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ჩაჩუას მაღალპროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისათვის.

Sunday, March 12, 2017

ტრენინგის VIII დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის სხვადასხვა ტექნოლოგიები,დავასრულეთ პროექტის გეგმა და ავტვირთეთ ბლოგზე,ასევე გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე.დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო , დიდი მადლობა ტრენერს

სასწავლო პროექტი '

ჩემი პროექტი 'კლასიკური მუსიკა და მსმენელი'

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანი პრეზენტაციას- საავტორო უფლებების შესახებ.პროექტში შევიტანე ინტერნეტში მოძიებული მასალის შესაბამისი მისამართები.ბლოგზე ავტვირთე პრეზენტაცია და გავაზიარე ვიდეო. დიდი მადლობა ტრენერს.

Giuseppe Verdi -Rigoletto - La donna E mobile - Pavarotti

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის IV  დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფის ახალი მეთოდები,მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაცია პოვერ-პოინტში,ინტერნეტში მოვიძიეთ სურათები და ჩავსვით პრეზენტაციაში.

Saturday, February 25, 2017

პროექტის მესამე დღეს პროექტის  გეგმაში შევიტანე ესგ საგნის შესაბამისი სტანდარტი; შევუსაბამე   21 -ე საუკუნის  უნარ ჩვევები;განვსაზღვრე პროექტის მოსალოდნელი შედეგები და დავსვი მიმართულების მომცემი კითხვები.